Devil May Cry ყველას ახსოვს როგორც ერთ–ერთი ყველაზე ინტენსიური და სულისწამღები სლეშერი, სადაც შესანიშნავი მექანიკა და განუმეორებელი სტილი ჩამთრევ ატმოსფეროს ქმნიდნენ. მთავარი გმირი, დემონებზე მონადირე დანტე, კეთილი დემონის, სპარდას შვილი, აბსოლუტურად ყველაფრით ასახიერებს სიტყვა „მაგარ"–ს: შესანიშნავი იუმორი, დიდი ხმალი და 2 პისტოლეტი, მოკლედ, იდიოტიზმის კოეფიციენტი იმდენად მაღალია, რომ დადებით მხარედ იქცევა. ამის შედეგი ის იყო რომ თამაშმა უდიდესი პოპულარობა მოიტანა და მესამე ნაწილი PC–ზეც კი იქნა პორტირებული(პორტირებული, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია) და დაემატა სპეციალური რეჟიმები და სირთულეები. Devil May Cry 4 ბევრი ახალის შემოტანას ცდილობს სერიაში, როგორებიცაა ახალი ძრავი, სრულყოფილი პორტირება პერსონალურ კომპიუტერებზე, გაუმჯობესებული გრაფიკა, ახალი მთავარი გმირი, ბოლო და ბოლოს.