Devil May Cry: დანტე წამოიზარდა და ოდნავ(საკვანძო სიტყვაა) დასერიოზულდა. მან მაღაზიას დაარქვა "Devil May Cry”, და მალევე მიიღო პირველი შეკვეთა: ვინმე ტრიში(ძალიან გავდა დანტეს დედას) უმტკიცებდა მას რომ იპოვა დემონების იმპერატორის, მუნდუსის თავშესაფარი და შეევედრა დანტეს გაყოლოდა იქ მას. შემდგომში ირკვევა, რომ ტრიში დემონია და თვით მუნდუსის გამოგზავნილი დანტეს მოსაკლავად, მაგრამ ბოლოსკენ ის თვითონ აკეთებს სწორ არჩევანს და ეხმარება დანტეს მუნდუსის დამარცხებაში. ციხესიმაგრეში დანტე ასევე 3–ჯერ უპირისპირდება ვინმე დემონ ნელო ანჯელოს, რომელიც ვერჯილი აღმოჩნდება. ჯოჯოხეთში ის მუნდუსმა იპოვა და თავის მონად აქცია, ამ ნაწილში კი დანტე მას საბოლოოდ კლავს. ამის შემდეგ დანტე და ტრიში ერთად დაიწყებენ მაღაზიაში მუშაობას, და სახელს გადარქმევენ: "Devil Never Cry”.