Set Free The Devil Inside პარასკევი, 19.04.2024, 10:34
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
DMC Videos [12]
Dmc Walls [3]
Dmc News [14]
other dmc files [14]
ავატარების შეკვეთა [1]
Game Scripts [3]
Polls And Surweys [3]
ჩვენი ნამუშევრები [27]
Devil May Cry anime [0]
Devil May Cry Anime o.s.t [1]
Devil May Cry 1 Sounds [1]
Devil May Cry Game [6]

ჩვენი გამოკითხვა
თქვენი აზრით როდის გამოვა DMC 5 ???
Всего ответов: 27

სტატისტიკა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 
მთავარი » ჩვენი ნამუშევრები
rezident evil 5-ზე ინფორმაცია                                                 პროფესიონალი ჯარისკაცი კრის რედფილდი, ყველასთვის ცნობილი Resident Evil-ის წინა ნაწილებიდან, არ უტოვებს არანაირ იმედს ორგანიზაციას, რომელებსაც სურთ მათი მოღვაწეობის კვალის წაშლა დედამიწიდან, რომლებიც უკვე რამოდენიმე ათეულობით წელია მუშაობენ ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე. ამ დროისთვის ყველა ცდა დაუმარცხებელი მონსტრების შექმნაში მთავრდებობდენ წარუმატებლად, მაგრამ ბოროტი მეცნიერები არ კარგავენ იმედს და აგრძელებენ ექსპერიმენტების ჩატარებას ცოცხალ ადამიანებზე. სიმართლის დასადგენათ თამაშის გმირი მიემგზავრება აფრიკის დასახლებებში…
Категория: ჩვენი ნამუშევრები | Добавил: Devil2 | Просмотров: 1471 | Комментарии (2) | 4.7

Bayonetta-ს ანოტაცია      თამაშის გმირი არის ზეადამიანური ძალების მქონე ავსული. მას მოუწევს უამრავი ანგელოზური მტრების დამარცხება, რომელთაგან ბევრი გიგანტური ზომისაა. Bayonetta-ს სათამაშო პროცესი სუფთა ექშნზეა დაფუძნებული. სექსუალური ავსული გრაციოზულად აპანღურებს თავის მტრებს და ელვისსისწრაფის კომბოებს თვალწარმტახი კრიტიკული დარტყმებით ასრულებს PlatinumGames-ის ახალი პროექტი ალბათ ძალიან მოეწონება ჟანრის მოყვარულებს.
Категория: ჩვენი ნამუშევრები | Добавил: Devil2 | Просмотров: 1298 | Комментарии (0) | 5.0

Rezident Evil-4                                                Rezident Evil-ის ამ ნაწილში მოტამაშეს მოუწევს შეასრულოს მისიები რომლებიც არის ძალიან სააზროვნო და დასაფიქსირებელი.ხოლო თამაშის დასასრულის შემდეგ არის დამატებითI 5 მისია რომელსაც გადიხართ გოგო პერსონაჟით Ada Vongi-თ და ამ თამაშის დროს იგებს ახალ იარაგებს და ახალ ზმანებს.თამაშის დროს არის რეკლამებიც რომელიც ხელს უწყობს თამაშის ინტერეს იმ 5 მისიასთან ერთად!!!
Категория: ჩვენი ნამუშევრები | Добавил: Devil2 | Просмотров: 1192 | Комментарии (0) | 0.0

გრაფიკა

                                                 ვიტყვი ერთს – ძალიან, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ფანტასტიკური მოდელები, სამაგალითო ოპტიმიზაცია(მართლაც სამაგალითო თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ყველა ქათსცენა თამაშის ძრავზეა), განმაცვიფრებელი HDR ეფექტები, Motion Blur–ზე და Depth fo Field–ზე აღარაფერს ვამბობ. თამაშმა გარემოს მრავალფეროვნებაში საგრძნობლად მოიმატა, და ძრავი ყველაფერს შესანიშნავად ართმევს თავს – ქალაქები, ჯუნგლები, თოვლიანი მთები, მიწისქვეშა ლაბორატორიები და ა.შ. თანაც ეს ყველაფერი 60 FPS-ის მხარდაჭერით – სასწაულია უბრალოდ. ერთადერთი ჩავარდნა, როგორც ჩანს, მოხდა დინამიურ ჩრდილებში – აქ ისინი საშინლად გამოიყურებიან და ეს როგორც ჩანს კონსოლიდან პორტირების ბრალია. მაგრამ, როგორც ჩანს, CAPCOM–მა Resident Evil 4–ის და Devil May Cry 3: Dante’s Awakening–ის შემდეგ ეტალონური პორტების გამოშვება დაიწყო

... კითხვის გაგრძელება »

Категория: ჩვენი ნამუშევრები | Добавил: Devil2 | Просмотров: 990 | Комментарии (0) | 0.0

Devil May Cry-ს რეჟისორი ნაღდად არ დამევასა!!!           ალბათ სერიის ფანები(ჩემსავით) განრისხებულები არიან დანტეს უკანა პლანზე გადაწევისგან. თუმცა, მისი კონტროლის ქვეშ აყვანა შეგვეძლება, თანაც მთელი 7 მისიით. მისი ატაკები თითქმის არ შეცვლილა, ცნობილი Stinger და Million Stabs ადგილზეა. სამაგიეროდ ავტორებმა სიურპრიზი გაგვიკეთეს – დანტეს ჩხუბის სტილებს შორის გადართვა ეგრევე თამაშის პროცესშია შესაძლებელი. 4 სტილს ბოლოს 1 ახალი, მესამე სერიიდან ცნობილი, ვერჯილის Dark Slayer ემატება. სამწუხაროდ, დანტეს იარაღების ასორტიმენტი მესამე ნაწილთან შედარებით პატარაა – მისი ხმალი Rebellion, მესამე ნაწილში ნანახი Beowulf–ის ანალოგიური ახლო ბრძოლის იარაღი Gilgamesh, და რაიმე Lucifer, რომელიც კლასიფიკაციას არ ექვემდებარება. ვიტყვი მხოლოდ, რომ მას უთვალავი ამაფეთქებელი ისრების გაჩენა შეუძლია და გმირის მარცხენა მხარზე მაგრდება.
Категория: ჩვენი ნამუშევრები | Добавил: Devil2 | Просмотров: 1042 | Комментарии (0) | 0.0

გეიმფლეი                                             წინა ნაწილებისგან განსხვავებით თამაში ძალიან მეგობრულია და ყველა ილეთს დეტალურად გვიხნის, რაც შედარებით აადვილებს გეიმფლეის. ნეროს Devil Bringer–ის დახმარებით რთულად მისაწვდომ არეებში გადააადგილება გახდა შესაძლებელი, ხოლო მის ხმალს გააჩნია ე.წ. Ex-Gauge - სისტემა, რომლითაც შეიძლება მახვილის „დატენვა", რომლის შემდგომი რამოდენიმე ატაკა განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ლამის დამავიწყდა, დემონური ხელის საშუალებით სპეციალური ილეთების ჩატარებაა შესაძლებელი, რომელიც განსხვავდებიან მტრის ტიპის მიხედვით. კომბოები ნეროს ჩვეული აქვს და დანტესას მექანიკით ძალიან ჰგავს – ბანალური ჩეხვიდან დაწყებული ჰაერში აფრენის შემდეგ იქვე დაჩეხვამდე დამთავრებული.
Категория: ჩვენი ნამუშევრები | Добавил: Devil2 | Просмотров: 951 | Комментарии (0) | 0.0

Devil May Cry 4 (NeRo)...

თამაში იწყება იმით, რომ ახალი მთავარი გმირი, ნერო(დანტეს აბსოლუტური კლონი: თეთრი თმებით, მძიმე იუმორით, გრძელი მოსასხამით და ა.შ.) ქალაქის ოპერაში ადგილობრივ მღვდელი, სანქტუსის ქადაგებას უსმენს, რომელიც ყვება როგორ გადაარჩინა სპარდამ კაცობრიობა 2000 წლის წინ(ფორტუნაში სპარდას ღმერთად აღიარებენ და თაყვანს სცემენ). ნერო „ხმლის ორდენის" წმინდა რაინდია, ამიტომ მისი აქ დასწრება სავალდებულოა, თუმცა მოწყენილობისგან ის წასვლას მალევე დააპირებს. ამ დროს მოულოდნელობა ხდება: სპარდას შვილი, ლეგენდარული დანტე, არსაიდან ჩნდება და სანქტუსს წამში კლავს ტყვიით თავში. ამის შემდეგ ის ორდენის ყველა წევრს დახოცავს ნეროს, მისი მეგობარი კირიეს და მისი ძმის, კრედოს გარდა. ბოლოხსენებული 2–ნი გაქცევას მოასწრებენ, ნერო კი დანტეს მარტო დაუპირისპირდება. აქვე ირკვევა რომ ნეროც დემონური ძალის პატრონია: მისმა ვითომ მოტეხილმა ხელმა ტრანსფორმირება განიცადა და Devil Bringer–ად იქცა. ხელის საშუალებით ნერო დანტეს ასე თუ ისე საფასო წინააღმდეგობას გაუწევს ... კითხვის გაგრძელება »

Категория: ჩვენი ნამუშევრები | Добавил: Devil2 | Просмотров: 1287 | Комментарии (0) | 5.0

ცოტა რამ Devil May Cry 1-ის სიუჟეტიდან

 Devil May Cry: დანტე წამოიზარდა და ოდნავ(საკვანძო სიტყვაა) დასერიოზულდა. მან მაღაზიას დაარქვა "Devil May Cry”, და მალევე მიიღო პირველი შეკვეთა: ვინმე ტრიში(ძალიან გავდა დანტეს დედას) უმტკიცებდა მას რომ იპოვა დემონების იმპერატორის, მუნდუსის თავშესაფარი და შეევედრა დანტეს გაყოლოდა იქ მას. შემდგომში ირკვევა, რომ ტრიში დემონია და თვით მუნდუსის გამოგზავნილი დანტეს მოსაკლავად, მაგრამ ბოლოსკენ ის თვითონ აკეთებს სწორ არჩევანს და ეხმარება დანტეს მუნდუსის დამარცხებაში. ციხესიმაგრეში დანტე ასევე 3–ჯერ უპირისპირდება ვინმე დემონ ნელო ანჯელოს, რომელიც ვერჯილი აღმოჩნდება. ჯოჯოხეთში ის მუნდუსმა იპოვა და თავის მონად აქცია, ამ ნაწილში კი დანტე მას საბოლოოდ კლავს. ამის შემდეგ დანტე და ტრიში ერთად დაიწყებენ მაღაზიაში მუშაობას, და სახელს გადარქმევენ: "Devil Never Cry”.  

Категория: ჩვენი ნამუშევრები | Добавил: Devil2 | Просмотров: 854 | Комментарии (2) | 0.0

Devil May Cry-ზე ამომწურავი ინფორმაცია...                                                                     Devil May Cry ყველას ახსოვს როგორც ერთ–ერთი ყველაზე ინტენსიური და სულისწამღები სლეშერი, სადაც შესანიშნავი მექანიკა და განუმეორებელი სტილი ჩამთრევ ატმოსფეროს ქმნიდნენ. მთავარი გმირი, დემონებზე მონადირე დანტე, კეთილი დემონის, სპარდას შვილი, აბსოლუტურად ყველაფრით ასახიერებს სიტყვა „მაგარ"–ს: შესანიშნავი იუმორი, დიდი ხმალი და 2 პისტოლეტი, მოკლედ, იდიოტიზმის კოეფიციენტი იმდენად მაღალია, რომ დადებით მხარედ იქცევა. ამის შედეგი ის იყო რომ თამაშმა უდიდესი პოპულარობა მოიტანა და მესამე ნაწილი PC–ზეც კი იქნა პორტირებული(პორტირებული, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია) და დაემატა სპეციალური რეჟიმები და სირთულეები. Devil May Cry 4 ბევრი ახალის შემოტანას ცდილობს სერიაში, როგორებიცაა ახალი ძრავი, სრულყოფილი პორტირება პერსონალურ კომპიუტერებზე, გაუმჯობესებული გრაფიკა, ახალი მთავარი გმირი, ბოლო და ბოლოს.                           ... კითხვის გაგრძელება »
Категория: ჩვენი ნამუშევრები | Добавил: Devil2 | Просмотров: 893 | Комментарии (0) | 4.7

უახლესი ინფორმაცია DMC 5-ზე



კომპანია Capcom-მა გამოუცხადა პოპულარული თამაშის Devil May Cry-ის ფანებს რომ ისინი თამაშის მეხუთე ნაწილს არ უნდა ელოდონ 2012 წლამდე მაინც.რადგან ის არ შედის Capcom-ის გრაფიკში...ჯერჯერობით, ხოლო ჩვენ ისღა დაგვრჩენია რო დაველოდოთ

Категория: ჩვენი ნამუშევრები | Добавил: Devil2 | Просмотров: 996 | Комментарии (0) | 5.0

1 2 3 »
Copyright MyCorp © 2024
ძებნა                                  

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი


საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024