მთავარი » 2010»ივლისი»1 » Devil May Cry-ს რეჟისორი ნაღდად არ დამევასა!!!
22:27
Devil May Cry-ს რეჟისორი ნაღდად არ დამევასა!!!
ალბათ სერიის ფანები(ჩემსავით) განრისხებულები არიან დანტეს უკანა პლანზე გადაწევისგან. თუმცა, მისი კონტროლის ქვეშ აყვანა შეგვეძლება, თანაც მთელი 7 მისიით. მისი ატაკები თითქმის არ შეცვლილა, ცნობილი Stinger და Million Stabs ადგილზეა. სამაგიეროდ ავტორებმა სიურპრიზი გაგვიკეთეს – დანტეს ჩხუბის სტილებს შორის გადართვა ეგრევე თამაშის პროცესშია შესაძლებელი. 4 სტილს ბოლოს 1 ახალი, მესამე სერიიდან ცნობილი, ვერჯილის Dark Slayer ემატება. სამწუხაროდ, დანტეს იარაღების ასორტიმენტი მესამე ნაწილთან შედარებით პატარაა – მისი ხმალი Rebellion, მესამე ნაწილში ნანახი Beowulf–ის ანალოგიური ახლო ბრძოლის იარაღი Gilgamesh, და რაიმე Lucifer, რომელიც კლასიფიკაციას არ ექვემდებარება. ვიტყვი მხოლოდ, რომ მას უთვალავი ამაფეთქებელი ისრების გაჩენა შეუძლია და გმირის მარცხენა მხარზე მაგრდება.