ვიტყვი ერთს – ძალიან, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ფანტასტიკური მოდელები, სამაგალითო ოპტიმიზაცია(მართლაც სამაგალითო თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ყველა ქათსცენა თამაშის ძრავზეა), განმაცვიფრებელი HDR ეფექტები, Motion Blur–ზე და Depth fo Field–ზე აღარაფერს ვამბობ. თამაშმა გარემოს მრავალფეროვნებაში საგრძნობლად მოიმატა, და ძრავი ყველაფერს შესანიშნავად ართმევს თავს – ქალაქები, ჯუნგლები, თოვლიანი მთები, მიწისქვეშა ლაბორატორიები და ა.შ. თანაც ეს ყველაფერი 60 FPS-ის მხარდაჭერით – სასწაულია უბრალოდ. ერთადერთი ჩავარდნა, როგორც ჩანს, მოხდა დინამიურ ჩრდილებში – აქ ისინი საშინლად გამოიყურებიან და ეს როგორც ჩანს კონსოლიდან პორტირების ბრალია. მაგრამ, როგორც ჩანს, CAPCOM–მა Resident Evil 4–ის და Devil May Cry 3: Dante’s Awakening–ის შემდეგ ეტალონური პორტების გამოშვება დაიწყო
ალბათ სერიის ფანები(ჩემსავით) განრისხებულები არიან დანტეს უკანა პლანზე გადაწევისგან. თუმცა, მისი კონტროლის ქვეშ აყვანა შეგვეძლება, თანაც მთელი 7 მისიით. მისი ატაკები თითქმის არ შეცვლილა, ცნობილი Stinger და Million Stabs ადგილზეა. სამაგიეროდ ავტორებმა სიურპრიზი გაგვიკეთეს – დანტეს ჩხუბის სტილებს შორის გადართვა ეგრევე თამაშის პროცესშია შესაძლებელი. 4 სტილს ბოლოს 1 ახალი, მესამე სერიიდან ცნობილი, ვერჯილის Dark Slayer ემატება. სამწუხაროდ, დანტეს იარაღების ასორტიმენტი მესამე ნაწილთან შედარებით პატარაა – მისი ხმალი Rebellion, მესამე ნაწილში ნანახი Beowulf–ის ანალოგიური ახლო ბრძოლის იარაღი Gilgamesh, და რაიმე Lucifer, რომელიც კლასიფიკაციას არ ექვემდებარება. ვიტყვი მხოლოდ, რომ მას უთვალავი ამაფეთქებელი ისრების გაჩენა შეუძლია და გმირის მარცხენა მხარზე მაგრდება.
წინა ნაწილებისგან განსხვავებით თამაში ძალიან მეგობრულია და ყველა ილეთს დეტალურად გვიხნის, რაც შედარებით აადვილებს გეიმფლეის. ნეროს Devil Bringer–ის დახმარებით რთულად მისაწვდომ არეებში გადააადგილება გახდა შესაძლებელი, ხოლო მის ხმალს გააჩნია ე.წ. Ex-Gauge - სისტემა, რომლითაც შეიძლება მახვილის „დატენვა", რომლის შემდგომი რამოდენიმე ატაკა განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ლამის დამავიწყდა, დემონური ხელის საშუალებით სპეციალური ილეთების ჩატარებაა შესაძლებელი, რომელიც განსხვავდებიან მტრის ტიპის მიხედვით. კომბოები ნეროს ჩვეული აქვს და დანტესას მექანიკით ძალიან ჰგავს – ბანალური ჩეხვიდან დაწყებული ჰაერში აფრენის შემდეგ იქვე დაჩეხვამდე დამთავრებული.
თამაში იწყება იმით, რომ ახალი მთავარი გმირი, ნერო(დანტეს აბსოლუტური კლონი: თეთრი თმებით, მძიმე იუმორით, გრძელი მოსასხამით და ა.შ.) ქალაქის ოპერაში ადგილობრივ მღვდელი, სანქტუსის ქადაგებას უსმენს, რომელიც ყვება როგორ გადაარჩინა სპარდამ კაცობრიობა 2000 წლის წინ(ფორტუნაში სპარდას ღმერთად აღიარებენ და თაყვანს სცემენ). ნერო „ხმლის ორდენის" წმინდა რაინდია, ამიტომ მისი აქ დასწრება სავალდებულოა, თუმცა მოწყენილობისგან ის წასვლას მალევე დააპირებს. ამ დროს მოულოდნელობა ხდება: სპარდას შვილი, ლეგენდარული დანტე, არსაიდან ჩნდება და სანქტუსს წამში კლავს ტყვიით თავში. ამის შემდეგ ის ორდენის ყველა წევრს დახოცავს ნეროს, მისი მეგობარი კირიეს და მისი ძმის, კრედოს გარდა. ბოლოხსენებული 2–ნი გაქცევას მოასწრებენ, ნერო კი დანტეს მარტო დაუპირისპირდება. აქვე ირკვევა რომ ნეროც დემონური ძალის პატრონია: მისმა ვითომ მოტეხილმა ხელმა ტრანსფორმირება განიცადა და Devil Bringer–ად იქცა. ხელის საშუალებით ნერო დანტეს ასე თუ ისე საფასო წინააღმდეგობას გაუწევს
... კითხვის გაგრძელება »