ვიტყვი ერთს – ძალიან, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ფანტასტიკური მოდელები, სამაგალითო ოპტიმიზაცია(მართლაც სამაგალითო თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ყველა ქათსცენა თამაშის ძრავზეა), განმაცვიფრებელი HDR ეფექტები, Motion Blur–ზე და Depth fo Field–ზე აღარაფერს ვამბობ. თამაშმა გარემოს მრავალფეროვნებაში საგრძნობლად მოიმატა, და ძრავი ყველაფერს შესანიშნავად ართმევს თავს – ქალაქები, ჯუნგლები, თოვლიანი მთები, მიწისქვეშა ლაბორატორიები და ა.შ. თანაც ეს ყველაფერი 60 FPS-ის მხარდაჭერით – სასწაულია უბრალოდ. ერთადერთი ჩავარდნა, როგორც ჩანს, მოხდა დინამიურ ჩრდილებში – აქ ისინი საშინლად გამოიყურებიან და ეს როგორც ჩანს კონსოლიდან პორტირების ბრალია. მაგრამ, როგორც ჩანს, CAPCOM–მა Resident Evil 4–ის და Devil May Cry 3: Dante’s Awakening–ის შემდეგ ეტალონური პორტების გამოშვება დაიწყო
|